საადვოკატო მომსახურება | იურიდიული კონსულტაცია – geo-lawyer.com

ვებგვერდის საქმიანიობის შესახებ

ვებგვერდის საქმიანიობის შესახებ

ვებგვერდი Geo-lawyer.com შეიქმნა 2023 წლის მეორე ნახევარში. ამჟამად გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ვებგვერდი geo-lawyer.com ერთპიროვნულად ეკუთვნის  ადვოკატ კონსტანტინე დანელიას, სიით ნომერი N9290.

ვებგვერდი შეიქმნა პირადი მოხმარებისთვის, რომლის შექმნის მიზანია, საადვოკატო და სხვა ბიზნეს საქმიანობის მარტივად და კომფორტულად მართვა.

ვებგვერდი geo-lawyer.com აერთიანებს სხვადასხვა ვებგვერდის ბმულებს , რომლებიც თემატურად დახარისხებულია და  მათზე გადასვლა  შესაძლებელია მარტივად.

ვებგვერდი geo-lawyer.com-ს ან ვებგვერდის ხელმძრვანელს (მესაკუთრეს) არანაირი პირადი ან საქმიანი კავშირი არ აქვს რომელიმე ბმულის ქვეშ განთავსებულ ინფორმციასთან, მის სიზუსტეზე.

რომელიმე ბმულის ქვეშ განთავსებულ ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციაზე, მის სიზუსტეზე, პასუხისმგებელი არის, ინფორმაციის განმთავსებელი სუბიექტი.

ვებგვერდი geo-lawyer.com აერთიანებს სხვადასხვა პროფილის საქმიანობას ერთ სივრცეში, რომელიც ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული.

ვებგვერდი geo-lawyer.com -ზე განთავსებულ ნებისმიერ ინფორმაციას მიეთითება განთავსების თარიღი და ავტორი, რომელიც სრულად პასუხისმგებელი იქნება  ინფორმაციის შინაარსზე. ვებგვერდი geo-lawyer.com-ის  ხელმძღვანელი  (მესაკუთრე)  სრულ პასუხისმგებლობას იხსნის, ხელშეკრულების საფუძველზე გაქირავებული  ბანერზე (რეკლამის ადგილზე)  განთავსებულ ინფორმაციაზე.

ვებგვერდით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ვებგვერდი გათვლილია ყველა პროფესიის ადამიანზე, რომელიც  დაინტერესებულია სამართლებრივი თუ სხვა ბიზნეს საკითხებით,  ერთ სივრცეში ისარგებლოს საჯარო ორგანოების თუ  დაწესებულების ელექტრონული სისტემით, საბანკო სერვისებით. ნებისმიერ პირს შეუძლია  აკონტროლოს სასამართლო საქმის წარმოება, გაეცნოს ყველა ინსტანციის სასამართლოს, პროკურატურის, იუსტიციის საბჭოს და სხვა ორგანოების თუ დაწესებულების საქმის წარმოების მასალებს, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, სიახლეებს, ბროშურებს, პუბლიკაციებს და სხვა.

ყველა მომხმარებელი  ადვილად შეძლებს გაეცნოს ფასიან და უფასო იურიდიულ ლიტერატურას, კანონის სიახლეებს, კანონში შეტანილ ცვლილებებს.

ვებგვერდი დაეხმარება ნებისმიერ პირს, ერთ სივრცეში აკონტროლოს უძრავი, მოძრავი საკუთრების უფლება, მოიძიოს უძრავ ნივთზე სამართლებრივი ჩანაწერები, გაეცნოს ნივთებზე არსებულ შეზღუდვებს, მიიღოს პირადი ინფორმაცია ჯარიმების შესახებ. ისარგებლოს საჯარო რეესტრის რუქებით.

ვებგვერდი ნებისმიერ პირს გაუადვილებს ერთ სივრცეში მოიძიოს ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს ან დაწესებულების ვებგვერდი,  სახელმწიფოს მიერ სარეალიზაციოდ გამოტანილი გასაყიდი ქონება, გაეცნოს  სარეალიზაციოდ აუქციონზე გამოტანილ ინფორმაციას და მიიღოს მასში მონაწილეობა.

ვებგვერდი მოიცავს ბიზნეს სივრცეს, სადაც სხვადასხვა სარეკლამო ბანერები აერთიანებს თემატურად დალაგებულ უფასო ფეისბუქ ჯგუფებს, რომელსაც უამრამი ვიზიტორი ყავს ყოველ დღე. ფეისბუქ ჯგუფებით სარგებლობა  შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს უფასოდ.

ნებისმიერ პირს შეუძლია, ვებგვერდის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ხელშეკრულების საფუძველზე  განათავსოს რეკლამა . რეკლამის განსათავსებლად  დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.  სრული ინფორმაციის მისაღებად მიყევით ბმულს.

ვებ-გვერდზე  რეკლამის განთავსებისას შეზღუდვებს აწესებს გვერდის ხელმძღვანელი. თუ რა შეზღუდვებია დაწესებული, დეტალებს გაეცნობით  ხელშეკრულების დადების წინ.

ზოგადად , რეკლამის განთავსებისას შეზღუდვები დაწესებულია კანონთან შეუსაბამო ყველა საკითხზე, მათ შორის ამორალური, გარყვნილი ან ვებგვერდის შექმნის იდეასთან შეუსაბამო ყველა  საკითხზე, რაზეც დაწესებულია ყოველდღიური მონიტორინგი.

აკრძალულია სახვა ფიზიკური ან იურიდიული პირის  საადვოკატო ან იურიდიული მომსახურების რეკლამირება, რომელიც არ თანამშრომლობს ვებგვერდის ხელმძღვანელთან.  

აკრძალულია სხვა ვებგვერის მისარმართის რეკლამირება.

ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ფასიანი თუ უფასო ინფორმაცია, რომელიც ეწინააღნდეგება კლიენტთან ხელშეკრულებით გაწერილ (შეთანხმებულ) პირობებს, ვადაზე ადრე ჩამოიხსნება , გადახდილი თანხა  არ ანაზღაურდება.

ვებგვერდის ხელმძვანელთან დასაკავშირებლად მიყევით ბმულს.

ინფორმაციას ადვოკატთან კოლეგიალურად  საქმიანობის შესახებ გაეცანით ,,საადვოკატო საქმიანობის შესახებ„  ბმულზე.

ყურადრება!

ადვოკატთან ვიზიტი სავალდებულოა შეათანხმოთ წინასწარ.

Facebook
Scroll to Top